„განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > „განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“

„განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“

  • Posted by: Kati2022
education. panel discussion

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა და ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ოთარიძე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ დისკუსიას თემაზე – „განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“ დაესწრნენ.

პანელური დისკუსია „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა. ღონისძიებაზე კი იმყოფებოდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ანალიზის მიზნით.
აღსანიშნავია საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვრცელი საუბარი, რომელიც აქცენტირებული იყო სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებზე.
დისკუსიის ფარგლებში ერთმნიშვნელივნად გამოიკვეთა ცვლილებების აუცილებლობა, როგორც განათლების მიღების გაუმჯობესების, ასევე პრაქტიკაზე და კვლევებზე დაფუძნებული სწავლების მხრივ.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ამდენად ღირებულ ღონისძიებაში, რომელიც უკეთესი განათლების პერსპექტივისკენ იყო მიმართული.
ვინაიდან ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ზრდა-განვითარება ჰქმნის იმ ადამიანურ კაპიტალს, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდღეობას.
Author: Kati2022