აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა ინდოეთში, ქალაქ დელიში.

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა ინდოეთში, ქალაქ დელიში.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა ინდოეთში, ქალაქ დელიში.

  • Posted by: Kati2022
BCAGC. representative office in delhi.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა ინდოეთში, ქალაქ დელიში.

15 აგვისტოს, ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ბატონი დავით ცირდავა და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ზურაბ ჩინჩალაძე სპეციალურად ეწვია ქალაქ დელის. ამ ღირსშესანიშნავ დღეს ბიზნესპალატის ახალი წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა ქალაქ დელიში. BCAGC-ის საპატიო კონსული, უტამ სინგჰალი წარმოადგენს ბიზნესპალატას ინდოეთში, რომელიც ბოლო ერთი წლის გამავლობაში აქტიურად მუშაობდა საქართველოსა და ინდოეთს შორის ბიზნესკავშირების გასამყარებლად. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლობითი ოფისი გიმასპინძლებთ ინდოეთშიც, შემდეგ მისამართზე: 1110, Pearls Omaxe Tower, Netaji Subash Place Pitampura, Delhi -110034; Tel: +91 -11-27357591-96; +91-9312231211

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ივნისს ET EDGE-ის ორგანიზებით, მისი აღმატებულება შეიხ ნაჰაიან ბინ მაბარაქ ალ-ნაჰაიანის პატრონაჟითა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მხარდაჭერით, აბუ-დაბიში „ინდოეთი-გალფის ბიზნესსამიტი“ გაიმართა. შესაბამისად, BCAGC-ისა და ინდოეთს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგენილია და ბიზნესპალატის დელეგაციაც სწორედ ერთ-ერთი პირველი რეისით გაემგზავრა ინდოეთში. პირდაპირი რეისების აღდგენა გაამარტივებს ტურისტულ და ბიზნესვიზიტებს ორ ქვეყანას შორის.

 ქალაქ დელიში აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ინდოეთ-საქართველოს შორის ბიზნეს, სავაჭრო, მეგობრული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

bcagc. representative office in delhi

Author: Kati2022