BCAGC იწყებს რეგიონულ ტურნეს- "ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები"

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC იწყებს რეგიონულ ტურნეს- “ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები”

BCAGC იწყებს რეგიონულ ტურნეს- “ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები”

  • Posted by: Kati2022
რეგიონული ტურნე

რეგიონულ ტურნეს- “ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები” აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა 24 მარტს, ბათუმიდან იწყებს, რომელიც გაგრძელდება ზუგდიდში, ქუთიაისსა და გორში, ხოლო დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში შედგება.

ტურნე მიზნად ისახავს ადგილობრივ ფერმერებთან, მეწარმეებთან, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და სხვა თემით დაინტერესებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

●გალფის ქვეყნების ბაზრის სპეციფიკა – ტენდენციები და მოთხოვნები;

●მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე ქართული წარმოების საექსპორტო შესაძლებლობები;

● პრაქტიკული რჩევები ექსპორტის პროცესის შესახებ;

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა ინტერაქციულ რეჟიმს. თქვენთვის ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხს გაგცემენ ბიზნესპალატის წარმომადგენლები.

ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ უნიკალურ შესაძლებლობას!

დასწრება თავისუფალია

 

პრესრელიზი: https://www.interpressnews.ge/ka

 

Author: Kati2022