ბიზნესპალატასა და ქუვეითში საქართველოს საელჩოს შორის ურთიერთმხარდაჭერის ფარგლებში,
BCAGC-ს ხელშეწყობით, ქუვეითის საერთაშორისო სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენაზე, მოეწყო საკუთრივ
საელჩოს წარმომადგენლობითი კუთხე, სადაც ქართული წარმოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი იყო გამოფენილი.
ქართულ კუთხესთან სტუმრებს თავად ელჩი, მისი აღმატებულება ნოშრევან ლომთათიძე და პირველი მდივანი , ლუკა შიუკაშვილი იღებდნენ.