გამოფენა-გაყიდვის პირველმა დღემ არნახული ინტერესითა და ყურადღებით ჩაიარა ქართული პავილიონის მიმართ, რომელიც წარმოდგენილი იყო კულას, ოაზის ვერიტასის, კონას, ქალაქურის, მეთაფლეთა ალიანსი 2020-ის, ვესტნათისა და პლანტველის ქართული წარმოების ნიმუშებით.
ღონისძიებაზე მყოფმა უამრავმა დამთვალიერებელმა გამოთქვა ქართული ნაწარმის დაგემოვნების, დამზადების ტექნოლოგიების გაცნობისა და საქმიანი კავშირის დამყარების სურვილი.
სტუმრებს ქართულ პავილიოთან მასპინძლობდნენ
ბიზნესპალატის პირველი-ვიცე პრეზიდენტი დავით ცირდავა და აგრო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ჩოკორაია.
მოხარული ვართ, რომ გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენამ მოსალოდნელზე მეტი წარმატებით ჩაიარა, ამ შედეგის დადგომაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქუვეითში საქართველოს ელჩის მისი აღმატებულება ნოშრევან ლომთათიძისა და პირველი მდივანის ლუკა შიუკაშვილის წვლილი, მათი ენთუზიაზმი და მხარში დგომა გამოფენაზე ქართული ნაწარმის პოპულარიზაციაში.