BCAGC-ს დელეგაციის მიერ ინდონეზიაში გამართულ შეხვედრათა შორის, ასევე, ცალკეულად აღსანიშნია ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას შეხვედრა ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ევროპის მიმართულების მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დიდიტ ა. რატამთან, რომელიც საინტერესო საუბრისა და საქმიანი იდეების გაზიარების ფონზე წარიმართა.
განხილვის საგანი ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტენდენციები, გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო დონეზე პარტნიორული კავშირების მნიშვნელობა, სექტორში გამოკვეთილი ახალი შესაძლებლობების ათვისების გზები და ურთიერთშორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.