საუდის არაბეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძეიბა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩმა – სალმან ალ ალშეიხმა, დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ- ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის პოზიტიურ და ნაყოფიერ მიმდინარეობაზე.