შეხვედრა ჩინეთის, თიანჯინის(Tianjin) მუნიციპალიტეტიდან საქართველოში მყოფ დელეგაციასთან

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრა ჩინეთის, თიანჯინის(Tianjin) მუნიციპალიტეტიდან საქართველოში მყოფ დელეგაციასთან

შეხვედრა ჩინეთის, თიანჯინის(Tianjin) მუნიციპალიტეტიდან საქართველოში მყოფ დელეგაციასთან

  • Posted by: Kati2022
Meeting with a delegation from the Tianjin Municipality, China.
BCAGC-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ გაცნობითი და ამავდროულად, საქმიანი ფორმატის შეხვედრა გამართა ჩინეთიდან, თიანჯინის(Tianjin) მუნიციპალიტეტიდან სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ დელეგაციასთან, რომელიც წარმოდგენილია ლოჯისტიკური, ავტოექსპორტიორი და სადაზღვეო კომპანიებით, სულ 27 ორგანიზაციის შემადგენლობით. დელეგაცია სტუმრად თიანჯინის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეგიდით იმყოფება.
დელეგაცია ადგილობრივი საავტომობილო ბაზრის შესწავლისა და დილერებთან , ავტოიმპორტიორებთან პარტნიორული კავშირების დამყარების მიზნით იმყოფება, რომელიც მოიაზრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩინური მეორეული ელექტრო ავტომობილების რეალიზებას.
ბიზნესპალატა მოხარულია, ჩინეთის დელეგაციის სხვადასხვა წევრებთან შემდგარი შეხვედრებით, რომელთა შორის აღსანიშნია , BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას შეხვედრა თიანჯინის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებისა და საერთო ინტერესების გამოკვეთის მოტივით შედგა.
აგრეთვე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ, თიანჯინის მეორეული ავტომობილების ექსპორტიორთა ასოციაციის გენერალურ მდივანთან, ჩჟან ტინგტინგისთან გამართულ ეფექტურ საქმიან შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს ბიზნესპარტნიორობის ყველა შესაძლო ასპექტი და დააინიცირეს ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარება 2025 წლის ჭრილში.
შეხვედრის დასასრულს ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბიზნესპალატის პირველ ვიცე პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ჩინეთში ბიზნესღონისძიებებზე მიიწვია.
სშეხვედრა  ჩინეთის, თიანჯინის(Tianjin) მუნიციპალიტეტიდან საქართველოში მყოფ დელეგაციასთან
Author: Kati2022