BCAGC-ს დელეგაცია აბუ-დაბის ჯგუფს შეხვდა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს დელეგაცია აბუ-დაბის ჯგუფს შეხვდა

BCAGC-ს დელეგაცია აბუ-დაბის ჯგუფს შეხვდა

  • Posted by: Kati2022
Делегация BCAGC встретилась с ,,Abu Dhabi Group’’.

დუბაიში დასკვნითი მნიშვნელოვანი შეხვედრა BCAGC-ს დელეგაციასა და აბუ-დაბის ჯგუფს შორის შედგა.

მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ სურათზე, პოზიტიურ შედეგებსა და ორ ქვეყენას შორის ამოქმედებულ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ფართომასშტაბიან საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის განხილვისა და მსჯელობის საგანია.

ამასთან ერთად, ერთობლივი გასვლითი სამუშაო შეხვედრები განხორციელდა ადგილობრივ მსხვილ სავაჭრო ქსელებში, სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიებში, რაც ემსახურებოდა,  კვლევით ჯგუფთან ერთად, UAE-ს ფართო ბაზარზე ქართული პროდუქციის საექსპორტო პესპექტივების გამოვლენას და კონკრეტული საჭიროებების დანახვას.

გამოიკვეთა, რომ მიმდინარე ფონზე, რეალური საექსპორტო მოთხოვნა არსებობს შემდეგ წარმოებებზე: თხილი, ნიგოზი, თაფლი, წყალი,  ნატურალური წვენები, ხილის სახეობებიდან კი – ბალი და ლურჯი მოცვი.

ბაზრის შესწავლა მიმდინარეობს, აგრეთვე,  სხვა ქართული პროდუქციის შესაძლებლობების წარმოჩენის კუთხითაც.

მიზნობრივმა სამუშაოებმა საინტერესო მოცემულობა გამოკვეთა იმპორტის მიმართულებითაც, დაიგეგმა გარკვეული წარმოების საქართველოს ბაზარზე შემოსატანად გასაწევი სამუშაოები, რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეღავათიან ფასებზე წვდომის.

მხარეებმა გამოთქვეს თავის მხრივ მზადყოფნა  მიწოდების ჯაჭვის ორგანიზებულობის, უწყვეტობისა და მობილობის ხელშეწყობაზე.

საქმიანი კავშირის გაფართოებისა და განმტკიცების  მიზნით კი BCAGC-სა და აბუ-დაბის ჯგუფს შორის შეხვედრა პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.

მოხარული ვართ, რომ ბიზნესპალატა წარმატებულად განაგრძობს, ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყენასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მჭიდრო დაახლოების პოლიტიკას.

 

BCAGC-ს დელეგაცია აბუ-დაბის ჯგუფს შეხვდა

Author: Kati2022