თბილისი
საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელიც, 15 თებერვალს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის, მისი აღმატებულბა ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
საქმიანმა ღონისძიებამ 300-მდე ადგილობრივი თუ უცხოელი დელეგატი, საქართველოსა და საუდის არაბეთის სამთავრობო თუ კერძო სექტორის ფართო წარმომადგენლობა გააერთიანა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალური მიწვევით, ბიზნესფორუმს ესწრებოდა Deputy Chairman of the International Oil, Petroleum Products and Gas Committee of the BCAGC – Mohammed Ibrahim.
(მუჰამედ იბრაჰიმი – ბიზნესპალატის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის ერთობლივი ბიზნესსაბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი 2023 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების 110 წარმომადგენელი.
გაფორმებული მემორანდუმის ფუნდამენტური მიზანი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების წახალისება იყო, რაც ნამდვილად პოზიტიურადაც აისახა ურთიერთკავშირზე.
BCAGC, როგორც საქართველოსა და ყურის საბჭოს ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების მასტიმულირებელი ორგანიზაცია, მიესალმება ამ ტიპის აქტივობებს ჩვენს ქვეყნაში, რაც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ნაბიჯია ქვეყანათაშორისი დაახლოებისთვის.
დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას არაბულ ქვეყნებთან კავშირის გაძლიერების ტენდენციებზე, რაც არამხოლოდ აღნიშნული თუ ჩატარებული ბიზინესფორუმებით გამოიხატა, არამედ გასული წლის წარმატებული სამთავრობო მივლინებებით ყურის ქვეყნებში.
აღნიშნულ კონტექსტში ხაზგასასმელია ბიზნესპალატის აქტიური მოღვაწეობა და გაწეული ინტენსიური სამუშაოები ხსენებული არეალის სახელმწიფოებთან. რაზეც მოწმობს, გასული წლის ვიზიტი საუდის არაბეთში, რომლის ფარგლებშიც BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ მის აღმატებულება ხალიდ ალ-ფალიჰთან მაღალი დონის კონსტრუქციული შეხვედრა გამართა.