აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა ინდოეთში, ქალაქ დელიში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ივნისს ET EDGE-ის ორგანიზებით, მისი აღმატებულება შეიხ ნაჰაიან ბინ მაბარაქ ალ-ნაჰაიანის პატრონაჟითა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მხარდაჭერით, აბუ-დაბიში „ინდოეთი-გალფის ბიზნესსამიტი“ გაიმართა. შესაბამისად, BCAGC-ისა და ინდოეთს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგენილია და ბიზნესპალატის დელეგაციაც სწორედ ერთ-ერთი პირველი რეისით გაემგზავრა ინდოეთში. პირდაპირი რეისების აღდგენა გაამარტივებს ტურისტულ და ბიზნესვიზიტებს ორ ქვეყანას შორის.
ქალაქ დელიში აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ინდოეთ-საქართველოს შორის ბიზნეს, სავაჭრო, მეგობრული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისკენ.