BCAGC (აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა) ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო სახის ღონისძიება – „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესპალატის მმართველმა გუნდმა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გააცნო – ბიზნესპალატის მიზნების, შესაძლებლობების, სტრუქტურისა და 13 საპატიო კონსულის წარმომადგებლობის შესახებ . ასევე მიმოიხილეს 46 ქვეყნის ფარგლებში დაგეგმილი პროცესები და პროექტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესპალატის საპატიო კონსულები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:
საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი – ზურაბ ალექსიძე,
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – ირაკლი გივიაშვილი,
აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი – ლევან თევზაია.
ასევე მედიის, ინფლუენსერ მარკეტოლოგებისა და სხვადასხვა ფონდების წარმომადგენლები.