წევრობა

ბიზნესპალატის წევრი კომპანიების უპირატესობები

,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა” თავის წევრებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:  
ზოგადი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რადგან უცხო ქვეყანაში ბიზნესის წამოწყებისა და მისი განვითარებისთვის ეს უაღრესად საგულისხმო საკითხია. 
საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ბიზნესპოტენციალის შესახებ საინფორმაციო და სარეკლამო მასალის შექმნა. კომპანია ,,ჯეოსილქროუდის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კრეატიული სააგენტოს შექმნა იყო. სწორედ ამ მიზნის  გამოხატულებაა კომპანია ,,ჯეოკრეატივი”, რომელიც პალატის წევრებს, ექვს ენაზე, ერთჯერად მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს. 
პოტენციური პარტნიორებისთვის შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია საქმიანი კონტაქტების წრის გასაფართოებლად. ერთობლივი ღონისძიებები, კონფერენციები და შეხვედრები, ორგანიზაციებისთვის სასარგებლო კავშირების შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. შეხვედრების ადგილმდებარეობა მუდმივად ცვალებადი იქნება. ეს წევრებს საშუალებას მისცემს საკუთარი ქვეყნის ბიზნესკლიმატი უკეთ გააცნონ კოლეგებს.  
პლატფორმის შექმნა შესაძლებლობების გასაფართოებლად, საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა რისკების შესამცირებლად. 
ონლაინ სივრცის შექმნა, ინფორმაციის მუდმივი განახლების რეჟიმით. იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა წევრი ორგანიზაციისთვის. სპეციალურად შემუშავებულ პორტალზე კი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების პროფილები განთავსდება. ეს პალატის წევრებს გაუადვილებს პერსონალის შერჩევას, თავიდან ააცილებს რისკებსა და რესურსების ფუჭად ხარჯვას. 

მოგვმართეთ კითხვებით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, დახმარება გაგიწიოთ!

პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ სფეროებზე:

  • აგრონომია
  • მეცხოველეობა
  • კვების ტექნოლოგია
  • მეტყევეობა
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • არქიტექტურა
  • საზღვაო მეცნიერებები

პალატაში გაწევრიანებით ექსპერტებსა და სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ:

შეიძინონ საერთაშორისო დონის გამოცდილება ,,ცოდნის ექსპორტის” ფარგლებში. სანაცვლოდ, ისინი სამშობლოში ახალი გამოცდილებით დაბრუნდებიან. ამ აქტივობით გაიზრდება არა მხოლოდ სპეციალისტების კვალიფიკაცია, არამედ ინვესტორებისთვის მარტივი გახდება თავისი გუნდისთვის იპოვონ და აარჩიონ ზუსტად ის კადრები, რომლებიც მათ ესაჭიროებათ. 
გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ,,აბრეშუმის გზისა” და სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს. 
დაუკავშირდნენ არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ ჩაერთონ ფართომასშტაბიან პროექტებში, წვლილი შეიტანონ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში. 
განამტკიცონ და გააფართოვონ სავაჭრო კავშირები ადგილობრივ და გლობალურ დონეზე. 
აიმაღლონ კვალიფიკაცია სასერტიფიკაციო კურსების ან ,,ვორქშოფების” საშუალებით. 
დამატებით გაუზიარონ ცოდნა თავიანთ სფეროში მოღვაწე დამწყებ პროფესიონალებს ფორუმების, ,,ვორქშოფებისა” და ტრენინგების საშუალებით. ამავდროულად, გაეცნონ სიახლეებსა და ტენდენციებს პალატის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების დახმარებით.  

242131556_131568332539565_3649626834471834802_n
242212577_131568922539506_7231771689994825878_n